ინტერნეტსივრცეში თაღლითობის ბრალდებით, მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ჩინეთის 680 მოქალაქე დააკავეს
მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ინტერნეტსივრცეში ფართომასშტაბიანი თაღლითობის ბრალდებით, ჩინეთის 680 მოქალაქე დააკავეს.
სპეცოპერაცია, რომელშიც მალაიზიის საიმიგრაციო დეპარტამენტის 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა ქალაქ საიბერჯაიაში, დაჯგუფების სათავო ოფისში ჩატარდა. 100-მდე ეჭვმიტანილმა გაქცევა შეძლო, დევნის ოპერაციისას რამდენიმე დაშავდა.
სამართალდამცველების ვარაუდით, დაჯგუფება თაღლითურ ოპერაციებს, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებდა. მათ სამიზნეს კი, ჩინეთის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. პოტენციურ მსხვერპლს ისინი მოკლე დროში მაღალ შემოსავალს სთავაზობდნენ.