პორტალმა Footyheadlines-მა გამოაქვეყნა საფრანგეთის ნაკრების სათამაშო მაისურის ფოტო, რომლითაც ეს გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოვა.
ფოტოზე ჩანს, რომ ეკიპირება შესრულებულია ნაკრებისთვის ტრადიციულ ლურჯ და წითელ ფერებში. ახალი მაისურის განმასხვავებელი ნიშანია – ჰორიზონტალური ხაზები.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ტექნიკური სპონსორია კომპანია Nike.
ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების მეტოქეები იქნებიან გერმანია, პორტუგალია და პლეი ოფის ერთ-ერთი გამარჯვებული.