ინტერნეტში ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრების ფორმის ფოტო გაჩნდა
ინტერნეტში ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრების ფორმის ფოტო გაჩნდა

პორტალმა Footyheadlines-მა გამოაქვეყნა საფრანგეთის ნაკრების სათამაშო მაისურის ფოტო, რომლითაც ეს გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოვა.

ფოტოზე ჩანს, რომ ეკიპირება შესრულებულია ნაკრებისთვის ტრადიციულ ლურჯ და წითელ ფერებში. ახალი მაისურის განმასხვავებელი ნიშანია – ჰორიზონტალური ხაზები.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ტექნიკური სპონსორია კომპანია Nike.

ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების მეტოქეები იქნებიან გერმანია, პორტუგალია და პლეი ოფის ერთ-ერთი გამარჯვებული.