ალექსანდრე იაშვილი – ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ სანიოლთან ვისაუბრეთ და კონტრაქტის გაწყვეტაზე შევთანხმდით #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ბოლო მატჩებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„„დინამო არენაზე“ თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო პირველი იარუსი ბოლომდე არ ივსება, „მიხეილ მესხზე“ კი ეს პრობლემა არ არის და მიგვაჩნია, რომ ტრიბუნებზე შექმნილი ატმოსფერო გუნდის თამაშზე დადებითად იმოქმედებს.
ითხოვს თუ არა ვილი სანიოლი კომპენსაციას? დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ვილის ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურება აქვს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, ბოლო მატჩებში მიღწეული შედეგებით უკმაყოფილოები ვიყავით და კონტრაქტის გაწყვეტაზე ორმხრივად შევთანხმდით.
რა უპირატესობა აქვს საგურამოსთან შედარებით თბილისის ცენტრში შეკრებას? მთავარი მიზეზი მინდვრის საფარია. საგურამოში შესანიშნავი სასტუმროა, მაგრამ მოედანი „მიხეილ მესხზე“ უკეთესია, ეს კი გუნდის მომზადებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს – 14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.
მატჩების განრიგი:
14 ნოემბერი
21:00 | საქართველო – უნგრეთი
17 ნოემბერი
23:45 | უკრაინა – საქართველო