ჟოზე მოურინიო ლა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს #1TVSPORT

17:16, 09.11.2026

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანეთის ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ოფიციალურად დასახელდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჯილდო ოქტომბერში ნაჩვენები შედეგების წყალობით მოიპოვა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა ჩემპიონატში სამივე შეხვედრა მოიგო – „ვილიარეალი“ 1:0 დაამარცხა, „სევილიას“ 4:1 აჯობა, ხოლო სეზონის პირველ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ სტუმრად 2:1 სძლია.

63 წლის მოურინიომ გამოკითხვაში მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე და „რეალ სოსიედადის“ თავკაცი პელეგრინო მატარაცო დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში აღნიშნული ჯილდო პირველად მოიპოვა. სექტემბერში ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელად „ბარსელონას“ თავკაცი ჰანსი ფლიკი დასახელდა.

მსგავსი