FIFPRO-მ 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები დაასახელა #1TVSPORT

20:22, 09.11.2026

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

კანდიდატებს შორის იყო საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდში ვერ მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი, მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინიც.

ეს ისტორიული შემთხვევაა – 2005 წლიდან, როდესაც FIFPRO-მ მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების დასახელება დაიწყო, პირველად მოხდა, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი იმავე წელს საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა.

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ FIFPRO-ს სიმბოლურ ნაკრებს თავად პროფესიონალი ფეხბურთელები ირჩევენ. 2026 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა 73 ქვეყნის 19 806-მა ფეხბურთელმა მიიღო.

FIFPRO-ს 2026 წლის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: დავიდ რაია.

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პაუ კუბარსი, ნუნუ მენდეში.

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, როდრი, ვიტინია.

თავდამსხმელები: კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი, ლამინ იამალი.

მსგავსი