პორტალმა footyheadlines.com-მა გაავრცელა უეფა-ს ახალი ტურნირის – ერთა ლიგის ოფიციალური ბურთის ფოტო. მასში თეთრი და ვერცხლისფერი ჭარბობს და დატანილი აქვს ტურნირის ლოგოდან აღებული სხვადასხვა ფერის ელემენტები.
ტურნირი, რომელშიც ევროპის 55 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, 6 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ნაკრებებთან ითამაშებს.