ინტერნეტში ბეირუთში მომხდარი აფეთქების რამდენიმე ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ბეირუთში მომხდარი აფეთქების რამდენიმე ვიდეო ვრცელდება.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.

უცხოური მედია ადგილიდან პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს.