ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის ფაქტზე შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა.
მედიისთვის განცხადებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე გააკეთებს.
უწყების ინფორმაციით, ბრიფინგის თემაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა.