მილანის “ინტერს” ივან პერიშიჩისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ აპენინური მედია იუწყება.
ხორვატის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს და თუ ინგლისელები 55 მილიონ ევროს გადაიხდიან, ტრანსფერი შედგება. სხვა შემთხვევაში, პერიშიჩი კონტრაქტს “ინტერთან” გაახანგრძლივებს.
ცნობისათვის, გასულ სეზონში ხორვატმა 36 მატჩში 10 გოლი და 11 საგოლე პასი ჩაიწერა.