„ინტელექტბანკის“ აქციონერები - ლადო გურგენიძემ, ირაკლი გილაურმა და გიორგი ქადაგიძემ ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა უკანონო ქმედებებსაც ხელს უწყობდა რომან გოცირიძე
„ინტელექტბანკის“ აქციონერები - ლადო გურგენიძემ, ირაკლი გილაურმა და გიორგი ქადაგიძემ ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა უკანონო ქმედებებსაც ხელს უწყობდა რომან გოცირიძე

ინტელექტბანკის“ აქციონერები გენერალური პროკურატურისგან 2006 წლის მოვლენებზე გამოძიების გააქტიურებას ითხოვენ. საუბარია „საქართველოს ბანკთან“„ინტელექტბანკის“ მიერთებაზე.

ინტელექტბანკის“ აქციონერები იმ პირებს ასახელებენ, ვინც, მათი მტკიცებით, მიტაცების სქემაში მონაწილეობდა.

„ვლადიმერ გურგენიძემ, ირაკლი გილაურმა და გიორგი ქადაგიძემ (იმ დროს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა უკანონო ქმედებებსაც ხელს უწყობდა იმ დროს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი, რომან გოცირიძე და ეკა გალდავა. განხორციელდა უპრეცედენტო ზეწოლა „ინტელექტბანკზე“, რათა აქციონერებს მიეღოთ გადაწყვეტილება „ინტელექტბანკის“ „საქართველოს ბანკთან“ მიერთების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინტელექტბანკის“ აქციონერები მათ გაჭიანურებულ საქმეზე „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების კონტექსტში საუბრობენ.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე, სადაც არც მომჩივანია ვინმე და არც დაზარალებული, პროკურატურა 11 წლის წინანდელ საქმეს იძიებს „საკუთარი ნებით“, ხოლო ,,ინტელექტბანკის“ მითვისების საქმე, რომელსაც კონკრეტული მომჩივანებიც ჰყავს და დაზარალებულებიც, მეექვსე წელია, თაროზე დევს და დამნაშავის გამოვლენა „ვერ ხერხდება“ , – აცხადებენ აქციონერები.

აქვე აღნიშნულია, რომ 2013 წლის 6 თებერვალს „ინტელექტბანკის“ აქციონერებმა საქართველოს მთავარ პროკურათტურაში შეიტანეს საჩივარი, სადაც დეტალურად არის გამოკვეთილი ჩადენილი დანაშაული და მათი ჩამდენები.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის პასუხი ყველა ხსენებულ უკანონობაზე არის ის, რომ როგორც ისინი აცხადებენ, არ არიან საბანკო საქმის ექსპერტები, ხოლო ეროვნული ბანკი ამ საქმის მხარეა მათი ექსპერტად ჩართვა დაუშვებელიაო. ანუ იმის ნაცვლად, რომ გამოავლინოს და დასაჯოს უკანონო ქმედებების ჩამდენი პირები, პროკურატურა ცდილობს, რომ საკითხი ისეთ ჭრილში გადაიყვანოს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდეს და პასუხისმგებლობა ააცილონ დამნაშავეებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.