ინგუშეთში ოპოზიციონერი აქტივისტები დააკავეს.
„კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, დაკავებულია სულ მცირე ხუთი ადამიანი. მათ შორის, არიან ინგუში ოპოზიციონერები ბაგაუდინ ხაუტიევი და ზარიფ საუტიევი. აქტივისტების დაკავების წინ ოპოზიციონერების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც ინგუში ჟურნალისტი იზაბელა ევლოევა წერს, დაკავებულები პოლიციაში დასაკითხად გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ინგუშეთში საპროტესტო აქციები სამართალდამცავებთან შეტაკებით დასრულდა. ამის შემდეგ რესპუბლიკის მეთაურმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა დემონსტრაციის ორგანიზატორები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ოპოზიციონერების ნაწილი 2 აპრილს საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს. მათ ძალოვანების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
26 მარტს გამართული აქციების დროს, დემონსტრანტები რესპუბლიკის მეთაურ იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომას და ჩეჩნეთის და ინგუშეთის საზღვრის გადახედვის შესახებ შეთანხმების გაუქმებას ითხოვდნენ.