ინგრიდა შიმონიტე - ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა, მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.
„ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მთავრობის სახელით ულოცავს საქართველოს ხალხს, რომელიც თავის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წელს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების პრინციპები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრინციპები გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ გზაზე, რომელიც აირჩია საქართველომ და მისმა ხალხმა. დღეს, როდესაც ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შოკისმომგვრელი და სასტიკი ომის თვითმხილველები ვართ, აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ერთობლივად მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ახლო პარტნიორები და მოკავშირეები შეუერთდებიან ევროკავშირის ქმედებებს, რათა მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე მისი აგრესიის შესაჩერებლად.
ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას. ჩემი ქვეყანა რჩება მოწოდებული გააგრძელოს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებაში წვლილის შეტანა, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და თავისუფლებების საფუძველზე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ასევე საქართველოს მოსახლეობას უგზავნის კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.