იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017-18 წლების სეზონზე დაბრუნდება, – ამას შესახებ Daily Record წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა უკვე გამართა მოლაპარაკებები იტალიელ სპეციალისტთან და მასთან ახალი კონტრაქტის დეტალები განიხილა – მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ დაბრუნება 2018 წლის თებერვალში შედგება.
“ჩელსის” ამჟამინდელ დამრიგებელს ანტონიო კონტეს გადააყენებენ.
კონტრაქტის გაწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება კონფლიქტი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის სფეროში.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი “ჩელსის” 2009-11 წლებში ხელმძღვანელობდა და ამ პერიოდში გუნდმა პრემიერლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო.
58 წლის იტალიელი ამ სეზონში “ბაიერნს” წვრთნიდა, მაგრამ სექტემბერში კლუბის ხელმძღვანელობამ დაითხოვა.