ინგლისური გამოცემა - კვარაცხელია მაგიურად მოქმედებს, მაგრამ 20 მილიონი სარისკო ფასია #1TVSPORT
ინგლისური გამოცემა Tbrfootball გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ლიდსი“ დაინტერესებულია ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელმაც არ დამალა, რომ იურგენ კლოპთან „ლივერპულში“ თამაში სურს.
გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 17,5 მილიონი ფუნტი (ეს დააახლოებით, 19, 76 მილიონი ევროა) სტერლინგია.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს – 17.5 მილიონი ფუნტის ოდენობის ნახევარმცველი ამბობს, რომ ის „ლიდსს“ ესაუბრა და იურგენ კლოპთან თამაში სურს. ახალგაზრდა თავდამსხმელმა გულშემატკივრები რუსეთის პრემიერ ლიგაში აღაფრთოვანა. უფრო მეტიც, მან უკვე თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა და სამჯერ გაიტანა. ის აშკარად მაგიურად მოქმედებს და მხოლოდ უკეთესი გახდება. მისმა სახელმა მრავალი დიდი კლუბის ყურადღება მიიპყრო“, – წერს ინგლისური გამოცემა.
Tbrfootball ქართველის მომავლის მიმართ სიფრთხილეს ავლენს.
„მაგრამ ღირს ასეთი დიდი თანხის საფასურად კვარაცხელიას ტრანსფერი? ძნელი სათქმელია. ქართველი შემტევი მთავარ როლს ასრულებს იმ დონეზე, რომელზეც თამაშობს – მაგრამ შეუძლია თუ არა ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთის საფეხურზე ასვლა? ეს უცნობია, ფასის გათვალისწინებით კი – რისკია“.