საქართველოს პირველი არხი, „ტელესკოლის“ პროექტის, „ინგლისური ყველასთვის“ ფარგლებში ერთწუთიანი გაკვეთილების მომზადებას იწყებს. 700-მდე ეპიზოდი მოიცავს გრამატიკულ, სალაპარაკო, გამოთქმისა და ფრაზეოლოგიის კომპონენტებს.
გაკვეთილების მომზადებაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებლები. მასალა დაფუძნებულია Macmillan Education-ის სახელძღვანელოებზე, რომელიც დამუშავდა და ადაპტირდა სპეციალურად „ტელესკოლისთვის“.
შეგახსენებთ, პირველი არხი-ტელესკოლა ფარგლებში, გარდა ერთწუთიანი გაკვეთილებისა, პროექტი „ინგლისური ყველასთვის“ მზადდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და English Book Education-თან ერთად, რომელიც სრულფასოვან ენის კურსს წარმოადგენს.