ინგლისმა აშშ დაამარცხა და ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ერთ-ერთმა ფავორიტმა ინგლისის ეროვნულმა გუნდმა მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ გაიმარჯვა. ამჯერად ინგლისელებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ანგარიშით 45:7 დაამარცხეს, ისევ აიღეს ბონუს ქულა და B ჯგუფის სათავეში ადგილი განიმტკიცეს.
მოლოდინისამებრ, ინგლისის ნაკრების უპირატესობა ორივე ტაიმის განმავლობაში ყოვლისმომცველი იყო, აშშ-მ კი პირველი ქულების მოპოვება მატჩის მიწურულს მოახერხა, როდესაც თამაშისთვის განკუთვნილი 80 წუთი უკვე ამოწურული იყო.
შეერთებული შტატების გუნდი მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს საფრანგეთთან გამართავს, ინგლისი კი 5 ოქტომბერს არგენტინას დაუპირისპირდება.