ინგლისის სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება
ინგლისის სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება

ინგლისის სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. ქვეყნის განათლების მდივნის, გევინ უილიამსონის განცხადებით, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს და ასევე ზრდასრულებს ინგლისის სკოლებში პირბადეების ტარება მოუწევთ.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს შეზღუდვა მხოლოდ მკაცრი კარანტინის რეჟიმში მყოფ რეგიონებს შეეხება.

როგორც უილიამსონმა აღნიშნა, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება დერეფნებში და სკოლის იმ ნაწილებში, სადაც ბავშვებს ერთი მეტრის დისტანციის დაცვა გაუჭირდებათ.

საკლასო ოთახებში პირბადეების ტარება სავალდებულო არ იქნება.

ინგლისის იმ რეგიონებში, სადაც მკაცრი კარანტინი არ არის გამოცხადებული, სკოლებში პირბადეების ტარება სავალდებულო არ იქნება.