ინგლისის რაგბის კავშირმა და „პრემიერშიპ რაგბიმ“ LGBT პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. სავარაუდოდ, პრემიერშიპში მოასპარეზე მორაგბეები ნოემბრის ერთ-ერთ მატჩს ცისარტყელის სამკლაურით ჩაატარებენ, რითიც ღიად დააფიქსირებენ საკუთარ თანადგომას LGBT ადამიანების მიმართ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების მორაგბეები „ტვიკენჰემზე“ 25 ნოემბერს სამოას წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას სწორედ ცისარტყელის სამკლაურებით ჩაატარებენ. სტადიონზე ასევე ანტიჰომოფობიური ვიდეორგოლები გავა.