ინგლისი-ტუნისის ტელერეიტინგი პრინც ჰარის ქორწილის რეიტინგზე მაღალი იყო
ინგლისისა და ტუნისის მატჩმა 2018 წელს, დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული ტრანსლიაციების სიაში პირველი ადგილი დაიკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას sportingintelligence.com ავრცელებს.
გარეტ საუტგეიტის გუნდის თამაშს BBC 1-ზე, პიკის საათის დროს 18.3-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.
ამ მაჩვენებლით, საფეხბურთო მატჩმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონიის ტრანსლიაციას გაუსწრო, რომლის აუდიტორია 18 მილიონი იყო.