ლეგენდარული და სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელი პოლ გასკოინი პოლიციამ დააკავა.
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ძალადობაშია ეჭვმიტანილი, – წერს გაზეთი The Sun.
ფეხბურთელს პოლიციაში უჩივლა ქალმა, რომელიც ამტკიცებს, რომ გასკოინმა სექსუალური ხასიათის ძალადობა სცადა მატარებელში, რომელიც იორკში მიემგზავრებოდა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რომლის დასრულებამდეც ფეხბურთელი შინ გაუშვეს.
ცნობილია, რომ პოლ გასკოინი ალკოჰოლიკია. მან რამდენჯერმე სცადა მკურნალობა, მაგრამ სმას თავი ვერ დაანება.