ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ექვს თვეში გეგმური ბიუჯეტის 100.07 პროცენტი აითვისა
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ ექვს თვეში გეგმური ბიუჯეტის 100.07 პროცენტი აითვისა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-ივნისში უწყების სავარაუდო დაფინანსება 672 968 000 ლარი იყო, ათვისებული თანხის მოცულობამ კი, 673 447 171 შეადგინა. აქედან საბიუჯეტო დაფინანსება 430 547 000, კრედიტები 235 020 000 ლარი, გრანტები კი, 7 401 000 ლარი იყო.
სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებები იანვარ-ივნისში 6 020 065 760 ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ხარჯმა კი, 5 935 505 022 ლარი შეადგინა (98.6 პროცენტი).