ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მცდელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების მცდელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების მცდელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია გოგი დალაქიშვილი, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-158-ე მუხლით წარდგინა.

როგორც ცნობილია, გოგა დალაქიშვილი გუშინ დააკავეს. სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ საქმის ზედამხედველ პროკურორთან შეხვედრამდე განაცხადა, მას აინტერესებს დასაკითხ პირთა წრე, რომლის შესახებაც დალაქიშვილმა მიაწოდა ინფორმაცია, არის თუ არა დაკითხული ამ დროისთვის.

პროკურატურის დატოვების შემდეგ, ირმა ჭკადუა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში აპირებს მისვლას, სადაც დალაქიშვილს ბრალი დღეს, ოფიციალურად უნდა წარუდგინონ.