ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი​ს გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 57 პროცენტი პროკურატურას ენდობა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი​ს გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 57 პროცენტი პროკურატურას ენდობა

საქართველოში საზოგადოებრივი აზრი პროკურატურის მიმართ ნდობისკენ იხრება, – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი​ს ​(IDFI) ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გამოკითხული პირების უმეტესობა პროკურატურას ენდობა.

სიარარსი – საქართველომ“ (CRRC-საქართველო) 2020 წლის 4-დან 23 მარტამდე პერიოდში სატელეფონო გამოკითხვა  იმისათვის ჩაატარა, რომ გაეგო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ.

გამოკითხვაში ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ საკითხებზე: რამდენად ენდობა ან არ ენდობა ხალხი პროკურატურას, მოსახლეობის აზრით, რამდენად ხშირია საქართველოში პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მოსამართლეებთან გარიგება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად, რამდენად მოახერხა მთავრობამ სამართლიანობის აღდგენა ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57%) აცხადებს, რომ ენდობა პროკურატურას (19% სრულად ენდობა და 38% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა მას), 26% კი არ ენდობა მას. მოსახლეობის 17%-მა ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. პროკურატურის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 2018 -2019 წლებთან  შედარებით გაზრდილია.

გამოკითხვა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, CRRC-საქართველოსა (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.
ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU)“, – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი​ს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი​აში.