ინფიცირებული აბიტურიენტი გარდაბნის მკვიდრია
ინფიცირებული აბიტურიენტი გარდაბნის მკვიდრია

ინფიცირებული აბიტურიენტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

როგორც საქართველოს პირველ არხს გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა, მას კორონავირუსი ბებიისგან გადაედო.

მისივე ინფორმაციით, ბებიის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია.

„გუშინვე მოხდა მათი გადაყვანა კარანტინში და თვითიზოლაციაში, ბევრნი არ არიან. „კოვიდ-19“-ზე ყველას ტესტირება ჩაუტარდა და მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი იყო ამ აბიტურიენტის, დანარჩენი უარყოფითია.

ვისაც ამ ოჯახთან ჰქონდა კონტაქტი, ყველა კარანტინშია და ტესტირება ჩაუტარდათ. აბიტურიენტის კონტაქტებიც გამოკვლეულია, ძირითადად ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა გარდაბნის მერმა.