ინფექციური საავადმყოფო დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკამ ერთი ახალი პაციენტი მიიღო
ინფექციური საავადმყოფო დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკამ ერთი ახალი პაციენტი მიიღო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, დღეს კლინიკაში შევიდა ერთი ახალი პაციენტი და ასევე, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელმაც საავადმყოფო უკვე დატოვა.

„პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ თითქმის დამაკმაყოფილებელი. საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები გახლავთ. ახალი პაციენტი არის საშუალო ასაკის, ჯერჯერობით მისი გამოკვლევები ბოლომდე არ დამთავრებულა. ის გადმოიყვანეს საკარანტინო ზონიდან. სხვა ინფორმაცია მისი ეპიდანამნეზის შესახებ არ მაქვს. ინფიცირებულებულთაგან ამჟამად გვყავს ერთი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხვალისთვის სავარაუდოდ ორი პაციენტი გაეწერება კლინიკიდან“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.