ინფექციური პათოლოგიის ცენტრი - თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს
ინფექციური პათოლოგიის ცენტრი - თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

თენგიზ ცერცვაძის სახელით შექმნილ ფეიკგვერდებს ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, – ამის შესახებ განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

„სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ფეიკგვერდები შექმნეს. ასეთ ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ინფექციურ საავადმყოფოში covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან შექმნეს მედიკამენტი, რომლის საშუალებით ხუთი პაციენტი უკვე განიკურნა!

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

გთხოვთ, არ დაიჯეროთ ეს სიყალბე და ენდეთ მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომელიც გადამოწმებულია და სანდო!“ – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.