ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ადამიანი შეიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პაციენტები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ისინი წითელი ხიდიდან გადმოიყვანეს, მას შემდეგ, რაც საზღვარზე შემოწმებისას ტემპერატურის ცვლილება დაუფიქსირდათ. მათ ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.