ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ინფექციური საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცს დადასტურებულად აღენიშნება „ბე“ ტიპის ვირუსი და უტარდება სტანდარტული მკურნალობა.
„ბოქსებში მყოფ არც ერთ პაციენტს – არც ქართველს და არც ჩინელს, ლუგარის ცენტრის კვლევის თანახმად, კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ჩინელს აქვს „ბე“ ტიპის ვირუსი და ჩვეულებრივი ინფექცია – გრიპია. უტარდება სტანდარტული მკურნალობა“, – ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს ოფიციალურ განცხადებაში.