ინდონეზიის სანაპიროსთან, ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ინდონეზიის სანაპიროსთან მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მყვინთავები „შავ ყუთებს“ ეძებენ. კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროსთან, იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს, სამძებრო ოპერაციაში 15 ნავი მონაწილეობს. ავიაკატასტროფის ადგილზე აღმოჩენილია 10 ცხედარი.
ბიუჯეტური ავიახაზების Lion Air-ის რეისმა JT610-მა ხმელეთთან კავშირი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან აფრენიდან 13 წუთში დაკარგა. ავიალაინერის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა.