ინდონეზიის ქუჩებში ათასობით ადამიანი მთავრობის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა
ინდონეზიის ქუჩებში ათასობით ადამიანი მთავრობის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა.
ახალი კრიმინალური კოდექსის მიხედვით, წყვილებს ქორწინებამდე თანაცხოვრებისა და სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაუქორწინებელი წყვილების მიმართ საქმის წარმოება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პოლიციას შესაბამისი საჩივრით „სოფლის უხუცესი“ მიმართავს. პოლიციაში საჩივრის შეტანა ასევე შეუძლიათ ეჭვმიტანილის შვილებს ან მშობლებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს გადაწყვეტილებით, კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო. პრეზიდენტის თქმით, ახალ კოდექსში 14 მუხლი გადახედვას საჭიროებს.