ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა, დაშავებულია ასობით ადამიანი
ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა, დაშავებულია ასობით ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
რაიონი, სადაც მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იყო, მჭიდროდ დასახლებული და მეწყერსაშიში ზონაა.
სტიქიის გამო საცხოვრებლის მიტოვება 13 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. დაზიანებულია 2 200ზე მეტი სახლი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.