ინდონეზიელმა ავიადისპეტჩერმა ასობით მგზავრი სიკვდილს გადაარჩინა.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, 21 წლის ანტონიუს გუნავან აგუნგმა ძლიერი მიწისძვრის მიუხედავად, პოსტის დატოვებაზე უარი თქვა და პილოტებს სამგზავრო ლაინერის უსაფრთხოდ დაჯდომაში დაეხმარა.
როგორც ავიადისპეტჩერის მეგობრები ჰყვებიან, აგუნგი სამეთვალყურეო კოშკში იმყოფებოდა, როდესაც ინდონეზიას 7,5 მანიტუდის სიმძლავრის სტიქია დაატყდა თავს. ყველა დისპეჩერმა კოშკი მიატოვა, ხოლო აგუნგმა ძლიერი ბიძგების მიუხედავად ბოლომდე შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. მას შემდეგ, რაც ის დარწმუნდა, რომ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა პალუს აეროპორტში, ის მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის გამო, მან მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვლა.
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 832-ს აღწევს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება.