ინდონეზიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა
ინდონეზიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა

ინდონეზიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურები მასიური ცეცხლის გაკონტროლებას ცდილობენ.

ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი შუაღამისას გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს ძლიერი წვიმა და ელვა იყო. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 10 აპრილს გაბონის საბორტო ტანკერ „არისტოდიმოსისგან“ დაახლოებით 600 000 ბარელი ნავთობი უნდა მიეღო.