ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა
ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა. გამოცემა Straits Times-ის ინფორმაციით, საცხოვრებელი 17 000-მდე ადამიანმა დატოვა, ორი მილიონ 400 000 მოქალაქეს კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.
კუნძულ სულავესზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებამდე მიღწევას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 სექტემბრის შემდეგ, 200-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.
ინდონეზიის კუნძულ სულავესთან 28 სექტემბერს 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მოგვიანებით ცუნამი გამოიწვია. სტიქია ქალაქ პალუს დაატყდა თავს. ინდონეზიის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება უკვე გამოყვეს სამხრეთ კორეამ და ევროკავშირმა.