ინდონეზიაში მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაუქმდა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაუქმდა. როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად მცირე ზომის ტალღები წარმოიქმნა, რომელიც ინდონეზიის კუნძულებზე მყოფ მოქაქლეებს საფრთხე არ შეუქმნის.
შეგახსენებთ, ინდონეზიაში კუნძულ ლომბოკის სიახლოვეს 7,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს და სანაპირო ზოლიდან მოქალქეების ევაკუაცია დაიწყო.
ჯერჯერობით მიწისძვრის შედეგად დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ეს მეორე მიწისძვრაა, რომელიც ინდონეზიას დღეს დაატყდა თავს. რამდენიმე საათით ადრე მომხდარი ბიძგების სიმძლავრე 5,5 მაგინტუდას შეადგენდა.