ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. მათ შორის არის მალაიზიელი ტურისტი.

დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. მოქალაქეების ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებითი თავშესაფრები მოაწყეს. დაშავებულთა ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ინდონეზიაში კუნძულ ლომბოკზე დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიას 60 აფთერშოკი ახლდა თან. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიზეც. მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკან რინჯანის სიახლოვეს იყო.

ამასთან, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ახალი ზელანდიის სანაპიროსთანაც. არსებული ინფორმაციით, მას ნგრევა არ მოჰყოლია.