ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაკარგულად ითვლება
ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაკარგულად ითვლება.
კუნძულ სულავესზე მდებარე ოქროს მაღაროში სტიქიის შედეგად დაიღუპნენ მაღაროელები და მაღაროს მახლობლად მცხოვრებლები.
მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურის 164 თანამშრომელი.