ინდონეზიაში კათოლიკურ ეკლესიასთან აფეთქება მოხდა. დაიღუპა სულ მცირე ათი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი ქალაქ მაკასარში მოხდა. ეკლესიასთან შეკრებილ მრევლს თავს ორი თვითმკვლელი დაესხა თავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს კათოლიკე მორწმუნეები ბზობას აღნიშნავენ.
ეკლესიაში მომსახურე მღვდლების ცნობით, სამართალდამცავები ერთ-ერთ თავდამსხმელს დაუპირისპირდნენ. ის ადგილზე მოტოციკლით მივიდა და ეკლესიაში შეღწევა სცადა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.