ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ისარელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება დაგმეს.
მიტინგში დაახლოებთ 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქტივისტები ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდნენ და აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
დონალდ ტრამპის მიერ ისარელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შემდეგ ჯაკარტაში არაერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.