ინდონეზიაში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. დატბორილია დედაქალაქ ჯაკარტას დიდი ნაწილი, ასევე ჩახერგილია გზები.
ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექი ტროპიკული ციკლონით არის გამოწვეული, რომელმაც არქიპელაგის სამხრეთ ნაწილს გადაუარა.
სტიქიამ 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, ასევე არ აქვთ ზუსტი მონაცემები, რამდენ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება დატბორვის საშიშროების გამო. ჯაკარტაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.