ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 429-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 429-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 429-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სტიქიური უბედურებების მართვის ეროვნულ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება.

დაშავებულია სულ მცირე 1500 ადამიანი. 150-ზე მეტი პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

მასშტაბური კატასტროფის შედეგად 11 ათასზე მეტი პირი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

გიგანტური ცუნამი ინდონეზიის სანაპიროს 22 დეკემბერს, საღამოს საათებში დაატყდა თავს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცუნამი ანაკ კრაკატაუს ვულკანის გააქტიურებამ გამოიწვია, რის შემდეგაც წყალქვეშ მეწყერი ჩამოწვა.

ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასშტაბური კატასტროფის შემდეგ ევროკავშირი და გაერო ინდონეზიის დახმარების ინიციატივით გამოვიდნენ.