ინდონეზიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე. ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ სულავესთან ახლოს დაფიქსირდა.

ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს მონაცემებით, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობა ჯერ არ ვრცელდება.