ინდონეზიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ინდონეზიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

მიწისძვრის შედეგად, ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე ათი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები – იუწყება Channel NewsAsia.

ტელეარხის ცნობით, მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას 11 აფთერშოკი ახლდა თან.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიზეც.

მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკან რინჯანის სიახლოვეს იყო.

ამასთან, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ახალი ზელანდიის სანაპიროსთანაც. არსებული ინფორმაციით, მას ნგრევა არ მოჰყოლია.