ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 375-ს მიაღწია. ათობით პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
კერალას შტატში მძვინვარე სტიქიის გამო, 1,2 მილიონი მოსახლე დროებით საცხოვრებელში იმყოფება. მათ განსათავსებლად, შტატის მიმდებარე ტერიტორიაზე 3500 ბანაკი გაკეთდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონემ დაწევა დაიწყო, რამაც ოპერაციის წარმართვა გაამარტივა. თუმცა, სამაშველო სამსახურის მთავარი გამოწვევა, კომუნიკაციას მოწყვეტილი დასახლებები კვლავ დიდ პრობლემად რჩება. ამ დრომდე სტიქიის ზონაში რამდენიმე ათეულ დასახლებასთან სახმელეთო გზით დაკავშირება ვერ ხერხდება.
კერალას შტატში ძლიერი წყალდიდობა სეზონურმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც აზიის სახელმწიფოში სექტემბრამდე გრძელდება. გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობასთან ერთად, შტატის სხვადასხვა რაიონებში ასობით მეწყერი ჩამოწვა. ამასთან რამდენიმე კაშხალი ჩამონგრევის საფრთხის წინაშეა.