ინდოეთში წყალდიდობას 166 ადამიანი ემსხვერპლა. მუსონური წვიმების შედეგად ყველაზე მეტად ასამისა და ბიხარის შტატები დაზარალდა.
„ენდიტივის“ ინფორმაციით, აღნიშნულ რეგიონებში სტიქიის შედეგად 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. წყალდიდობა ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყო და შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
წყალდიდობის პარალელურად, ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში მეხის დაცემის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.