ინდოეთში ტურისტული ბორანის გადაბრუნების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება
ინდოეთში, მდინარე გოდავარიზე ტურისტული ბორანის გადაბრუნების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაკარგულად ითვლება.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ანდრა პრადეშის პროვინციაში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ბორანზე 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს.
დაკარგულთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.