ინდოეთში, თავშესაფარში მყოფ 57 არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდგინდა
ინდოეთში, ბავშვთა თავშესაფარში მყოფ 57 არასრუწლოვან გოგოს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინფიცირების ფაქტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კანპურში დაფიქსირდა.
ინფიცირებულთა უმეტესობას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. ყველა მათგანი იზოლაციაშია.
აღსანიშნავია, რომ მედიის ინფორმაციით, 57-დან ხუთი გოგო ფეხმძიმედაა.
თავსშესაფარში ამჟამად კარანტინია გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ქვეყანაში 400 000-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი.