ინდოეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 2 დაშავდა. ადგილზე მობილიზებულები იყვენენ მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური.
გავრცელებული ცნობით, შენობა მას შემდეგ დაინგრა, რაც მას დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. ქალაქ ინდრორის ხელისუფლება ჯერ მომხდარის ზუსტ მიზეზს არ ასახელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობა ძველი იყო და მანქანის შეჯახებას ვერ გაუძლო. ინდოეთში საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობების ჩამონგრევის დროს ყოველწიურად ასობით ადამიანი იღუპება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ან უხარისხო საშენი მასალები ან მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზია.