ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში, სკოლის ავტობუსს სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებელი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, 13 მოსწავლე დაიღუპა და რვა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში სულ 22 ბავშვი იმყოფებოდა.
ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში სკოლის ავტობუსთან დაკავშირებით უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ, ჰიმაჩალის შტატში, სასკოლო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა. შემთხვევას 24 მოსწავლე და სამი ზრდასრული ემსხვერპლა.